რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია და ნიდერლანდები უკრაინას 14 Leopard 2-ის ტიპის ტანკს გადასცემენ

დანია და ნიდერლანდები უკრაინას 14 Leopard 2-ის ტიპის ტანკს გადასცემენ. ორი ქვყნის საერთო განცხადების მიხედვით, ტანკები უკრაინაში, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ მეოთხედში ჩავა. 

"მშვიდობიანი და უსაფრთხო ევროპისთვის აუცილებელია, რომ უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო არ დავტოვოთ". – თქვა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროლს ლუნდ პოლსენმა. 

თებერვალში, დანიამ, გერმანიან და ნიდერლანდებმა დაანონსეს 2023-2024 წლებში უკრაინისთვის მინიმუმ 100 Leopard 1-ის ტიპის ტანკის გადაცემა. ამის შესახებ რუტემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

"გერმანიასთან და დანიასთან ერთად, ჩვენ უკრაინას 100 Leopard-1-ის ტიპის ტანკს მივაწვდით, აშშ-სთან და გერმანიასთან ერთად კი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადავცემთ". - თქვა რუტემ.

დასავლელი პარტნიორები კვლავ აგრძელებენ უკრაინის, როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას. 

გუშინ, 19 აპრილს აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, $325-მილიონიანი პაკეტი გამოუყო. დახმარებისთვის განკუთვნილი თანხები ამერიკის პრეზიდენტის ფონდიდან იქნება გადახდილი. ინფორმაცია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა გაავრცელა.

ასევე 19 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინამ გერმანიისგან მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T მიიღო

 

კომენტარები