რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთმა უკრაინიდან დროებით აკრძალული საკვები პროდუქტების სია გააფართოვა

უნგრეთმა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის დროებითი აკრძალვა გააფართოვა. სია ამჟამად თაფლს, შაქარს, პურს, კვერცხს, ღვინოს, ხორცის პროდუქტებსა და ბოსტნეულსაც მოიცავს.  

აკრძალული პროდუქციის სია უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უნგრეთმა უკრაინიდან პროდუქციის იმპორტის დროებითი აკრძალვის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში ივნისის ბოლომდე დარჩება, 15 აპრილს მიიღო. 

მანამდე უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლონეთმა მიიღო. ქვეყნის ლიდერები დროებით შეზღუდვას პოლონური სოფლების კრიზისში აღმოჩენით ხსნიდნენ და ამბობდნენ, რომ ეს პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებზე არ აისახება.

მოგვიანებით, 18 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი თანახმაა, განაახლოს უკრაინული სასურსათო პროდუქციის ტრანზიტი.

"ჩვენ შევძელით, შეგვემუშავებინა მექანიზმი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ არცერთი ტონა (უკრაინული პროდუქცია) არ დარჩება პოლონეთში და მოხდება საქონლის ტრანზიტი პოლონეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში ან პოლონურ პორტებში ბალტიის ზღვაზე". - თქვა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა უკრაინულ ოფიციალურ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვარშავაში.

უნგრეთთან ერთად, უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი დროებით სლოვაკეთმაც აკრძალა

მიუხედავად ევროკომისიისა და ოფიციალური კიევის მხრიდან ევროპული ქვეყნების მიერ შემოტანილი დროებითი შეზღუდვის კრიტიკისა, უნგრეთი და სლოვაკეთი, საკუთარი ფერმერების დაცვის მიზნით, გარკვეული ხნით აკრძალავენ უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტს. 

კომენტარები