რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერსე იარაღის ექსპორტზე: შვეიცარიას არ უნდა თხოვდნენ, დაარღვიოს საკუთარი კანონმდებლობა

შვეიცარიის პრეზიდენტის, ალენ ბერსეს თქმით, შვეიცარია საბრძოლო მასალების ექსპორტის კანონების დარღვევას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც, ამავდროულად, მიმდინარე წელს პრეზიდენტის გარდამავალ პოსტს იკავებს, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ბერსემ აღნიშნა, ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ შვეიცარია სამხედრო კონფლიქტებში არცერთ მხარეს ეხმარება. მისი თქმით, "შვეიცარიას არ უნდა თხოვდნენ, დაარღვიოს საკუთარი კანონმდებლობა".

ამავდროულად, ბერსეს თქმით, აუცილებელია იმაზე მსჯელობა თუ როგორ შეიძლება ამ კუთხით შვეიცარიის განვითარება. 

"აუცილებელია დავიცვათ კანონები და მოვახდინოთ მათი ადაპტირება თუ ეს საჭირო გახდა". - აღნიშნა ბერსემ.

ამის მიუხედავად, ბერსემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნეიტრალეტეტი არ ნიშნავს ინდიფერენტულობას და აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უკრაინის დახმარებაზე ზრუნვა.

"ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, ამავდროულად, ნიშნავს სანდოობის შენარჩუნებას. საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად". - თქვა ბერსემ.

გარდა ამისა, ბერსემ კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და აღნიშნა, რომ შვეიცარია ყველაფერს აკეთებს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის.

კომენტარები