რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა აღდგომის ღამეს ორი 2005 წელს დაბადებული მოზარდი მოკლეს – ვიტალი კიმი

ვიტალი კიმი

რუსმა ოკუპანტებმა აღდგომის ღამეს ნიკოლაევის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა.

"16 აპრილის ღამეს, 02:20 საათზე, ქალაქი სნიჰურივკა S-300 სარაკეტო სისტემებით ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთ დასახლებაში 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი დაიღუპა" - ამბობს კიმი.

ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ სნიჰურივკაში ღამის დაბომბვის შედეგად ორი სასწავლო დაწესებულება, საავადმყოფო, კულტურის სახლი და საცხოვრებელი კორპუსები არის დაზიანებული.

კომენტარები