მიგრანტების კრიზისი

იტალიასთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაკარგულია

იტალიის სანაპირო საზღვართან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

უბედური შემთხვევა ხმელთაშუა ზღვაში, სიცილიურ კუნძულ ლამპედუზასთან ახლოს მოხდა. ჩაძირული ნავიდან 22 ადამიანის ამოყვანა და იტალიაში უსაფრთხოდ ჩაყვანა გერმანულმა ჰუმანიტარულმა ResQship-მა მოახერხა.

ორგანიზაციის ცნობით, კოტ-დ'ივუარელი, გვინეელი, კამერუნელი და სენეგალელი მიგრანტებით სავსე ნავი ტუნისიდან დაიძრა და მასზე დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, მიგრანტებმა ნავის ჩაძირვის შემდეგ წყალში მინიმუმ 2 საათი გაატარეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები