სასამართლო კლანის სანქცირება

კინზინგერი სასამართლო კლანს: ნუ იქნებით კორუმპირებული, იქნებ სცადოთ ეს?

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს სასამართლო კლანის მიერ აშშ-ზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და საქართველოს მოსამართლეებს მიმართავს, სცადონ, რომ არ იყვნენ კორუმპირებულები.

"მოთმინებით მოისმინეთ საქართველოს მოსამართლეებო - ნუ იქნებით კორუმპირებული... იქნებ სცადოთ ეს?

რუსების მხრიდან ამ პროპაგანდაზე უკეთესს იმსახურებს ქართველი ხალხი" - წერს ადამ კინზინგერი Twitter-ზე.


"დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის Საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა". - წერია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში მოსამართლეებზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

კომენტარები