სასამართლო კლანის სანქცირება

პაპუაშვილი: ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა

რაც შეეხება სამი მოსამართლისა და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას -  მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია, ალბათ, აქ არ გამოიყენება.

ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. არანაირი დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესასა და სხვადასხვა კვლევაში. ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით. თუმცა სპეციფიკურად რომელი ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები