სასამართლო კლანის სანქცირება

მდინარაძე კლანის სანქცირებაზე: საქმე გვაქვს მტკიცებულების გარეშე ღონისძიების გატარებასთან

არცერთი არგუმენტი ან მტკიცებულება ჩვენ არ გვინახავს [სასამართლო კლანის სანქცირებაზე] საერთოდ არ არის ასეთი მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს. თავიდან სანქცია ერქვა, შემდეგ მათვე განმარტეს, რომ ეს იყო სავიზო შეზღუდვა. ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ არ იქნება მტკიცებულება არცერთი, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს, როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.

ამასთან, საგამოძიებო კომისია რომ შექმნა ერთი მტკიცებულება მაინც უნდა აგქონდეს, რომ იმსჯელო. საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანები დაადანაშაულეს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში და საუბარი იყო ღამის ზარებზეც.

თუ ჩვენ ამ ბრალდებას შევხედავთ და ვნახავთ, რომ კორუფციული ბრალდების უკან არ დგას არცერთი მტკიცებულება, რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს იმ ადამიანისათვის, რომელსაც კარგად აქვს გათვიცნობიერებული რომ აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ამ ქვეყნის. ასეთი დამოკიდებულება არის ყოვლად მიუღებელი, რადგან საქმე გვაქვს მტკიცებულებების გარეშე კონკრეტული ღონისძიების გატარებასთან.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის მიერ სასამართლო კლანის სანქცირებაზე.

კომენტარები