საქართველოს პარლამენტი

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მიქანაძე, საფინანსოს თავმჯდომარე კი კვიჟინაძე იქნება

ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, 4 აპრილის სესიაზე განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს აირჩევენ.

მდინარაძის თქმით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატ გივი მიქანაძეს წარადგენენ, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – პაატა კვიჟინაძეს.

"საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა და ხვალ პარლამენტის წინაშე ასარჩევად განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება გივი მიქანაძე, რომელიც აქამდე იკავებდა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე". – თქვა მდინარაძემ.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები