საქართველოს პარლამენტი

ოცნების ხუთ დეპუტატს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა

უმრავლესობის ხუთ დეპუტატს -  ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა. გადაწყვეტილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

გიორგი ამილახვარი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერმინისტრის მრჩევლები იქნებიან, გიორგი ხელაშვილი კი -  პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.

აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი დეპუტატიდან ოთხს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებისთვის მხარი არ დაუჭერია. კერძოდ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, გიორგი ხელაშვილმა რეგისტრაცია არ გაიარა, ნინო იობაშვილი და ირაკლი კოვზანაძე კი - სხდომას არ დასწრებიან.

კომენტარები