დონალდ ტრამპი

ორბანი ტრამპს: განაგრძე ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან ვართ

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Twitter-ზე აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"განაგრძე ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან ვართ". - წერს Twitter-ზე ტრამპი.

ტრამპი სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ მანჰეტენის ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2016 წლის კამპანიის დროს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი თანხის გამო ბრალი წაუყენეს

ტრამპი ჯერ ამ თვის დასაწყისში საუბრობდა მის მოსალოდნელ დაკავებაზე. გასულ დღეს მან სასამართლოს გადაწყვეტილებას "პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა" უწოდა. 

კომენტარები