დონალდ ტრამპი

არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი – ტრამპი

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. 

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ მე თქვენთვის ვიბრძვი. ძალიან მარტივია. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები. ამიტომ მოგიწოდებთ შემოწირულება გაიღოთ". - თქვა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.

ტრამპი სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ მანჰეტენის ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2016 წლის კამპანიის დროს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი თანხის გამო ბრალი წაუყენეს

ტრამპი ჯერ ამ თვის დასაწყისში საუბრობდა მის მოსალოდნელ დაკავებაზე. გასულ დღეს მან სასამართლოს გადაწყვეტილებას "პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა" უწოდა. 

კომენტარები