აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ზარქუა მარტის აქციებზე: დანაშაულის უკან გამოკვეთილი პოლიტიკოსები პასუხისგებაში მიეცემიან

ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპა რატომ გვინდა? იქ კანონი უზენაესია და ყველა თანასწორი ვართ. თუ ამ ახალგაზრდას [ლაზარე გრიგორიადისი] დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებსა და მშიშრებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს, თავისუფალი გამოხატვის უფლებები ძალადობაში გადაეყვანათ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიცემული. დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ლაზარე გრიგორიადისსა და 7-9 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე.

კომენტარები