საქართველო-ევროკავშირი

პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. 

"თავის მხრივ, ქართულმა მხარემ პოზიციები წარადგინა. რაც შეეხება იმ წუხილებსა და რეკომენდაციებს, რაც ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირდა - ეს სამუშაო დონეზე პირველი შეხვედრა იყო, რომლის ფარგლებშიც პოზიციები გავცვალეთ. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ამ დონეზე, ევროპულ მხარეს მიწოდებოდა ინფორმაცია, ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. 

ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს ბოლო შეხვედრა არ არის და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებობს და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც ქართულ მხარეს აქვს". - თქვა ბოჭორიშვილმა.

11 ივნისს, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა შედგა, რომელიც დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერების საკითხს შეეხებოდა.

კომენტარები