ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე, როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას?? მე ვარ ძალიან ცუდად, ამ ყველაფრმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, არაუშავს, ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი... იმედს ვიტოვებ, მთავრობა არ გასწირავს ჩემს შვილს.
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
ლაზარე გრიგორიადისის მამა: ხალხთან ერთად ვიბრძოლებ, სანამ ლაზარე თავისუფალი არ იქნება
tbl.ge/6bn5
დაკოპირდა

წერს დაკავებული 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი. დღეს, 31 მარტს აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ამავე თემაზე
- ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულმა მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- სპეცრაზმელების მიერ ნაცემ ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
- გომელაურის თქმით, ცდილობენ, არ გამოიყენონ მთლიანი ძალები – ჭავლი, სპრეი, რეზინის ტყვიები
- აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს გამოვკითხავთ, გამოძიება 3 მუხლით დაიწყო – შსს
- პაპუაშვილი: პარალელებია მაიდანთან - მექორწილე წყვილით და სხვა ვიზუალებით იფუთება ძალადობა




