რუსეთი-იაპონია

რუსეთი: იაპონიის ზღვაში ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამოვცადეთ

Russian Defense Ministry Press Service via AP

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, მოსკოვმა იაპონიის ზღვაში ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამოცადა.

უწყების ინფორმაციით, სიმულაციის ფარგლებში ორი ხომალდი თავს დაესხა "მტრის ხომალდს", რომელიც დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. სამინისტროს ცნობით,  ორი საკრუიზო რაკეტა Москит-ი წარმატებით მოხვდა სამიზნეს.

Москит-ი, NATO-ს კოდური სახელით SS-N-22 Sunburn-ი, ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტაა და აქვს ჩვეულებრივი და ბირთვული ქობინი. საბჭოთა წარმოების საკრუიზო რაკეტას შეუძლია ხმის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად, 250 კილომეტრამდე (155 მილი) სიჩქარით, ფრენა.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, წვრთნები, რომელიც მოიცავდა სხვა სამხედრო ხომალდებს და საზღვაო თვითმფრინავებს, ჩატარდა იაპონიის ზღვის პეტრე დიდ ყურეში - უფრო ზუსტ კოორდინატებს რუსეთი არ ასაჯაროებს. ყურე ესაზღვრება რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის შტაბ-ბინას ფოკინოში და დაახლოებით 700 კილომეტრშია იაპონიის ჩრდილოეთ ჰოკაიდოს კუნძულიდან.

აშშ-ს საზღვაო ძალების მე-7 ფლოტს დაუყოვნებლივ წვრთნებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

იაპონის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ტოკიო არ აპირებს რუსეთისთვის პროტესტის გამოცხადებას სარაკეტო წვრთნების გამო,  რადგან პეტრე დიდის ყურე რუსეთის სანაპიროდ ითვლება.

სექტემბერში იაპონიამ შეშფოთება გამოთქვა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები რუსეთის მიერ კონტროლირებად კურილის კუნძულებზე, რომელთა ნაწილზე პრეტენზია იაპონიას აქვს და გამოთქვა შეშფოთება რუსული და ჩინური ხომალდების გამო, რომლებიც ატარებენ წვრთნებს იაპონიის ზღვაში.

ამასთან, გასულ წელს რუსეთმა ასევე გამოცადა წყალქვეშა რაკეტები იაპონიის ზღვაში.

კომენტარები