აშშ-ირანი

ბაიდენი: აშშ-ს ირანთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ ჩვენი ხალხის დასაცავად ძალას გამოვიყენებთ

Craig Hudson/Bloomberg/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ირანს აფრთხილებს, რომ ამერიკა ამერიკელების დასაცავად "ძალის გამოყენებით" იმოქმედებს. მანამდე, სირიაში მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ს სამხედროებმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებზე თავდასხმა განახორციელეს.

"არ დაუშვათ შეცდომა: აშშ-ს არ სურს კონფლიქტი ირანთან, მაგრამ მზად ვართ, ძალისმიერად ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად". - აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანადაში. 

გუშინ, 24 მარტს აშშ-ს საჰაერო ძალებმა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფის ბაზაზე მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანა. ეს საპასუხო იერიში იყო.

აქამდე, სირიული შეიარაღებული დაჯგუფება თავს, სავარაუდოდ ირანული დრონით, დაესხა კოალიციის ბაზას, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი ემსხვერპლა. დაიჭრა ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. აქედან ორს ადგილზე უმკურნალეს, სამი კი ერაყში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. თავდასხმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ "მაღალი სიზუსტის" საჰაერო იერიშები საპასუხო სახის მოქმედება იყო. მისივე თქმით, ეს არის პასუხი არამხოლოდ ბოლო თავდასხმისთვის, არამედ ყველა ბოლოდროინდელი თავდასხმისთვის

კომენტარები