ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ღარიბაშვილი: საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ყველა მიმართულებით 2-3-ჯერ უსწრებს

რა თქმა უნდა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არ მოცემა უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ვინაიდან, თუ მათი მიდგომა დამსახურებაზეა დაყრდნობილი, მაშინ სტატუსს პირველ რიგში საქართველო იმსახურებდა. ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ ამის თაობაზე ინფორმაცია საჯაროა და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ბევრად, 2-3 ჯერ და უფრო მეტადაც წინ უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას ყველა მიმართულებით. იქნება ეს რეფორმები, მიღწევები, გამჭვირვალობა, კანონმდებლობა და ა.შ. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. 

კომენტარები