გურჯაანი

გურჯაანში ავარიას ქალი ემსხვერპლა, მისი ქმარი და 7 წლის შვილი კლინიკაში არიან

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა. დაშავდა 2 ადამიანი - დაღუპულის ქმარი და 7 წლის შვილი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები