რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთის შეტევა დონბასში კულმინაციას უახლოვდება

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის პოლონური თვითმავალი ჰაუბიცით რუსების პოზიციებს ცეცხლს უხსნიან. უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 19 მარტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ლოკალიზებული კონტრშეტევა ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით განახორციელეს.

გარდა ამისა, ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ რუსეთის მასობრივი დანაკარგები უგლედარის რაიონში სერიოზულად ამცირებს რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობებს დონეცკის ოლქში.

"უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის ამჟამინდელი შეტევითი ოპერაციების ტემპისა და პერსპექტივების შესახებ შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსული საგაზაფხულო შეტევა შესაძლოა კულმინაციას მიუახლოვდეს". – აღნიშნულია დოკუმენტში.

ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინული ძალების განლაგება მიუთითებს, რომ ფრონტის ხაზის კრიტიკულ სექტორებში უკრაინას შეუძლია კონტროლის დაბრუნება და ახალი კონტრშეტევის დაწყება.

კომენტარები