ვანო მერაბიშვილი

სააკაშვილი მერაბიშვილზე: მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეთანხმება ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, გადაწყვეტილებას, არ იყოს პოლიტიკაში. 

"რა თქმა უნდა, პიროვნულად ძალიან ვაფასებ, მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყოს პოლიტიკაშ, არის სწორი. მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა მოვიდეს ახალი თაობა, ვანო მერაბიშვილის ხსენება სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში საერთოდ გაუგებარია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები უნდა აირჩიოს საზოგადოებამ.  

[...] ხატია დეკანოიძე გვყავს და უამრავი სხვა ადამიანი გვყავს და მუდმივად ერთი და იგივე სახელებით საზოგადოების მანიპულირების მცდელობა, მე მგონი, არასწორია. სრულიად ვიზიარებ ნიკა მელიას პოზიციას." - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ "ჩემ თავს ვერ ვხედავ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი." 

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილის შესახებ ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა.

კომენტარები