რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ 2 საქმის აღძვრას გეგმავს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გეგმავს, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ორი საქმე აღძრას. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმების გამოძიებას აპირებს. 

ამავე ინფორმაციით, სასამართლო რამდენიმე პირის დასაკავებლად ორდერებს გამოითხოვს. 

როგორც The New York Times-ი წერს, შესაძლებელია, ბრალი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც წარუდგინონ, რადგან სასამართლო არ ცნობს სახელმწიფოს მეთაურის იმუნიტეტს ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ან გენოციდის შემთხვევებში. 

სპეციალური სამუშაო ჯგუფების მუშაობის შემდეგ რუსეთს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო საერთაშორისო დონეზე ბრალი პირველად წარედგინება.

კომენტარები