რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში უკრაინაში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. დაგეგმილია შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. 

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. ნოემბერში მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. თუ მისი განახლება არ მოხდება, დოკუმენტი 18 მარტიდან ძალას დაკარგავს. 

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები