კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

იურიდიულმა კომიტეტმა "აგენტების შესახებ" რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების" შესახებ რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. 

"აქ არ არის საუბარი ფიზიკური პირების აგენტად მოხსენიებაზე და არავითარ შემთხვევაში საუბარი რაღაც სტიგმატიზირებით და ნეგატიური კონტექსტით. არც ერთ ფიზიკურ პირს ეს დასახელება არ ეხება, თითქოს ფიზიკური პირი არის აგენტი. ასეთი რამ არ ხდება. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, სხვა საკითხებს, მეორე მოსმენის ფარგლებში, გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ ინფორმირებულობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში".- თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. 

დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონების განხილვა მიმდინარეობს. ბიუროს სხდომა კი, რომელიც 15:00 საათზე იყო ჩანიშნული და სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგში რუსული კანონის განხილვაც უნდა შეეტანათ, 7 მარტის დილის 10:00 საათამდე გადაიდო.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

 

კომენტარები