კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

გამყრელიძე რუსულ კანონზე: ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ სურვილს, მეც აგენტი ვიქნები

დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ჩვენს ისტორიულ სურვილს, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, რომ შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს ნატოს ფარი. ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ამ ჩვენს სწრაფვას, ამიტომ, ვერ დავიჯერებ, რომ პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ. რამეთუ, საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებებით და რეფერენდუმებით, უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მე მესმის, რომ ეს ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს. მითუმეტეს, რომ ჩვენი ყველა მეგობარი: ევროკავშირი, გაერო, აშშ და კიდევ ბევრისგან მოისმინეთ, დღეს გერმანიის ელჩის განცხადება იყო, ბრიტანეთის ელჩის განცხადება და ა.შ. ყველა ჩვენი მეგობარი გვრიჩევს ძალიან დელიკატურად, რომ არ არის საჭირო და არ არის ამ კანონის მიღების საჭიროება. ქართულ ოცნებაში ბევრ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავს შეიკავებენ. მაშინ მეც ვეღარ ვილაპარაკებ თქვენთან, მეც აგენტი ვიქნები. 

ამბობს NCDC-ის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე. დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონების განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები