რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევაა გამოვლენილი – ზელენსკა

ოლენა ზელენსკა

ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ესწრებოდნენ, პირველმა ლედიმ ომის პერიოდში მომხდარ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრა.

ზელენსკას თქმით, ამჟამად პროკურატურა რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელებზე სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევას იძიებს. მსხვერპლთა შორის არიან ქალები, კაცები და ბავშვებიც. 

"მსხვერპლთა შორის არ არიან მხოლოდ ქალები. მათგან 39 მამაკაცია, ხოლო 13 არასრულწლოვანი. ჩვენ ამ შემთხვევებზე მხოლოდ იმის წყალობით შევიტყვეთ, რომ ამ ადამიანებმა იპოვეს საკუთარი ტკივილის გახმოვანების ძალა. კიდევ რამდენი იტანჯება ჩუმად და მათი ხმა ჩვენამდე არ მოდის, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში". - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ. 

უკრაინის პირველი ლედის თქმით, სექსუალური ძალადობა რუსეთის მიზანმიმართული იარაღია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რათა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გატეხოს ისინი. 

კომენტარები