კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედონ "აგენტების" კანონპროექტს – Freedom House

ტაბულა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "უცხოური აგენტების" გამოვლენის შესახებ კანონპროექტს გადახედონ

"ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებაში ბევრის შეშფოთებას ვიმეორებთ - პარლამენტი თუ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს მიიღებს, ამას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მსუსხავი ეფექტი ექნება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადახედონ ამ კანონებს". - წერს Freedom House. 


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები