რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან ხუთჯერ დამარცხდა – კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინამ რუსეთის ზამთრის ტერორი დაძლია და მეხუთედ გაიმარჯვა.

"2023 წლის 1 მარტს პუტინმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ მეხუთე მარცხი განიცადა. უკრაინის ისტორიაში ჩვენ ყველაზე მძიმე ზამთარი გამოვიარეთ. გარემოცული ვიყავით სიცივითა და სიბნელით, მაგრამ არ გავტყდით". - წერს დმიტრო კულება FACEBOOK-ზე. მისივე თქმით, ეს არამარტო უკრაინის, მისი პარტნიორი ევროკავშირის გამარჯვებაც არის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერს უკრაინას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის თითოეული მარცხი ჩამოთვალა:

"რუსეთმა პირველად მარცხი მაშინ განიცადა, როცა ომის დაწყების პირველივე წუთებიდან ჩვენი შეშინების შესაძლებლობა არ მივეცით. როცა "ბლიცკრიგის" გეგმა ჩავუშალეთ, პუტინი მეორედ დამარცხდა. უკრაინა არ დაეცა არც სამ დღეში, არც შვიდ თვეში და არც ერთ წელიწადში და ის არასოდეს დაეცემა. მესამე დარტყმა რუსეთმა დიპლომატიურ ასპარეზზე მიიღო. ეს გამოიხატება საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინის მხარდაჭერით, რეზოლუციებით, იზოლირებით, იარაღის მიწოდებით, სანქციებით, ენერგორესურსით, უკრაინის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. მეოთხე მარცხი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტური მუშაობის წყალობით რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნება".

კომენტარები