საქართველო-უკრაინა

კასიანოვი: ოცნების ცალკეული დეპუტატები აგრძელებენ შოიგუს დაკრულზე ცეკვას, ხალხის სისხლზე

სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვკვირვებია პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს. მან ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს, თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნების ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი "მორიგ უპასუხისმგებლო განცხადებას" უწოდებს ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომლის მიხედვითაც, "რუსეთს უკრაინაში უპირატესობა აქვს“.

კომენტარები