დღეს, 24 თებერვალს უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი დაიწყო. ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას. ჩვენ საქართველოში ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ და ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ. ასევე, იცით, რომ ჩვენ გაეროს რეზოლუციის თანასპონსორი ვიყავით. გარდა ამისა, ჩემი დავალებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა ნიუ იორკში იმყოფება, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც უკრაინის ომის წლისთავს მიეძღვნა. ჩვენ ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ და პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მშვიდობა აღდგეს. ეს ჩვენი მთავარი გზავნილია. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ბოლო 1 წელში ჩვენ უკრაინელ ხალხს ყველა პლატფორმაზე მხარდაჭერა გამოვუცხადეთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ღარიბაშვილი: გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მშვიდობა აღდგეს
tbl.ge/6a79
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა.
ამავე თემაზე
- ზელენსკიმ ლუკაშენკოს გამმეორებლების გასათიშად 1 კვირა მისცა: "თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ"
- პესკოვი: ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტიანად იმუშავეს
- მაკრონი: თავიდან ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა, ახლა მათ სიმტკიცეს პატივს სცემს
- ფედოროვის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის $4 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს
- EU-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 1 წლით გაახანგრძლივებენ




