რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალია უკრაინას SAMP/T, Spada და Skyguard საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში იტალია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწვდის, გარდა SAMP/T-MAMBA სისტემებისა, რომლის გადაცემასაც საფრანგეთთან ერთად გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით იტალიის მთავრობის მეთაურმა, ჯორჯია მელონიმ 21 თებერვალს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"როდესაც არის შეტევა, ყველა იარაღი თავდაცვითია. ახლა თვითმფრინავების გაგზავნაზე საუბარი არ არის, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით ამაზე საფრანგეთთან ერთად, რათა ჩვენი ტექნოლოგია სწრაფად გაგვეერთიანებინა. დახმარების პაკეტში არსებული SAMP-T საზენიტო-სარაკეტო სისტემები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არის სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Skyguard და Spike". - თქვა მელონიმ.

მისივე თქმით, უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა აბსოლუტური პრიორიტეტია.

კომენტარები