რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: უკრაინა მსოფლიო სავალუტო ფონდთან $15 მილიარდიანი პროგრამის დაწყებას გეგმავს

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ახალი მრავალწლიანი პროგრამის წამოწყებას გეგმავს, რომლის ღირებულება $15 მილიარდზე მეტი იქნება.  

"განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას მონიტორინგის პროგრამის განხორციელებაში. ამიტომ, ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი მრავალწლიანი დიდი პროგრამის დაწყებას". – აღნიშნა შმიგალმა. 

გარდა ამისა, შმიგალი წერს, რომ აღნიშნული პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: დაუყოვნებელი ფინანსური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისგან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა ორშაბათს, 20 თებერვალს კიევში ჩავიდა. იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

კომენტარები