რუსეთი

რუსეთში კანალიზაციის გაყინული წყლით წარმოქმნილი გორა ალპინისტებმა დალაშქრეს

Befunky

რუსეთში, ქალაქ სამარაში ამოხეთქილი კანალიზაციის წყალი გაიყინა. წარმოქმნილი გორა კი ადგილობრივმა ალპინისტებმა და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებმა დალაშქრეს.

ერთ-ერთმა ალპინისტმა, რომელმაც შუა ქალაქში აღმოცენებული გორა დალაშქრა ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. მისი თქმით ასვლასა და ჩამოსვლას მხოლოდ ერთი საათი დასჭრიდა.

კანალიზაციის წყლისგან წარმოქმნილი გორა ქალაქში თითქმის ერთი თვის წინ გაჩნდა, როდესაც გახეთქილი მილიდან ამოხეთქილი ჭავლი გაიყინა.

"ჩვენი თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად აღმოვფხვრათ მილის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები". – განაცხადეს სამარის მერიაში.

წყარო: Bloknot.ru

კომენტარები