მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში 10-დღიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ნანგრევებიდან გოგო ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ მოზარდი გოგო ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

17 წლის ალეინა ოლმესი ნანგრევებიდან კაჰრამანმარაში, სამხრეთ ქალაქში, ეპიცენტრთან ახლოს ამოიყვანეს.

"არასდროს დაგივიწყებთ". - უთხრა გოგოს ბიძამ სამაშველო ჯგუფს.

დაშავებულმა ალეინამ 10 დღე გაუძლო ყინვას. 

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში 41 000 ადამიანს მიაღწია. არც ერთ ქვეყნას არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, თუ რამდენი ადამიანი რჩება დაკარგულად.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

კომენტარები