რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე: უნდა მოხდეს რუსეთის "დეპუტინიზაცია"

ქრისტოფ ჰოისგენი
Luiz Rampelotto

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, ქრისტოფ ჰოისგენის თქმით, გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ განახლდება, სანამ რუსეთის დეპუტინიზაცია არ მოხდება. 

ქრისტოფ ჰოისგენმა დეპუტინიზაციის პროცესი გერმანიის დენაციფიკაციას შეადარა. 

"მე ვიყენებ ტერმინს, "დეპუტინიზაცია", რადგან ეს ქვეყანა მთლიანად პუტინთან არის დაკავშირებული". - განმარტა თავმჯდომარემ.

ქრისტოფ ჰოისგენის თქმით, პუტინი არის ერთპიროვნული მმართველი, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავად იღებს. მისი აზრით, რუსეთთან ურთიერთობის განახლება მხოლოდ ახალი მთავრობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის საერთაშორისო სამართლის დაცვის წესებით იმოქმედებს და რუსეთში "დენაციფიკაციის" მსგავს პროცესს ჩაატარებს. 

კომენტარები