რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 24 თებერვლამდე დაწესდება

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 24 თებერვლისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება. 

"საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენი განცხადებით, რომელიც გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი, ჩვენ დავადგინეთ გაეროსა და რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის კურსი. ამ გზის გავლა ადვილი არ იქნება... რადგან ის გულისხმობს გლობალური ინსტიტუტის ხელახლა შექმნას. თუმცა, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა". – თქვა კულებამ. 

გარდა ამისა, კულებამ აღნიშნა, რომ, რუსეთის გაეროდან გარიცხვას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთისთვის ლეგიტიმაციის წართმევა ძლიერი საერთაშორისო დარტყმა იქნება. 

კულებამ ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს ის, სადაც პრეზიდენტი ბაიდენი იმ დროს იქნება [ომის დაწყების წლისთავზე]. განსაკუთრებით პოლონეთში, ქვეყანაში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინისთვის იარაღის მეორე ფრონტის უზრუნველსაყოფად". – ამბობს დმიტრო კულება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთში ჩავა. ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავს ეძღვნება. 

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, ბაიდენი თავისი ვიზიტით ცხადყოფს, რომ უკრაინა აშშ-სგან უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით დახმარებას მიიღებს. 

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა მოკავშირეებსაც შეხვდება და მათთან ერთად უკრაინის საკითხს განიხილავს. 

კომენტარები