რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: ფართომასშტაბიანი შეტევისთვის რუსეთს საკმარისი რესურსი არ აქვს

უკრაინსკაია პრავდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი ჩერნიაკის თქმითრუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად. 

გარდა ამისა, ჩერნიაკის თქმით, რუსეთი უახლოეს კვირებში შეტევითი ოპერაციების გაძლიერებას აღმოსავლეთ უკრაინაში გეგმავს, პარალელურად კი უკრაინის თავდაცვის სუსტი წერტილების პოვნას ცდილობს. 

"რუსეთი მაღალი სიზუსტის იარაღის დეფიციტს განიცდის და ამის მიუხედავად, ის გააგრძელებს სარაკეტო ტერორის გამოყენებას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსებმა უკვე გამოიყენეს მაღალი სიზუსტის რაკეტების 80%-ზე მეტი. [რუსები] წარმოების აღდგენას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით - წარუმატებლად". – აღნიშნა ჩერნიაკმა.

კომენტარები