ქართული ოცნება

პრემიერი ენმ-ზე: კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, ჩემთვის არ არის საინტერესო მათი აქციები

მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ამას ხედავს ყოველდღე, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რეალურად რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე. მათი ყველა უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა.  

რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი ეს უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ - საქმე, ვემსახურით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება, ის უნდა ვაკეთოთ მხოლოდ. ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის, ისინი რას გეგმავენ, ჩემთვის მთავარია, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ეს ყველა საკითხი გადავჭრათ, მოვაგვაროთ და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე არის დღეს. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და წევრები თბილისსა და რეგიონებში აქციებს მართავენ. საპროტესტო აქცია გაიმართა პრემიერის სახლთანაც. 

კომენტარები