რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: ვიმედოვნებ, მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
Sean Gallup/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმედოვნებს, Leopard 2-ის ტიპის 80 ტანკი მარტის ბოლომდე მზად იქნება უკრაინაში გასაგზავნად.

მიუხედავად ამისა, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ამის განხორციელება ადვილი არ იქნება. მისივე თქმით, ბერლინი ამ საკითხის წინ წაწევას მოკავშირეებთან ერთად ცდილობს.

იანვრის ბოლოს გერმანიის მთავრობამ საჯაროდ ისაუბრა გადაწყვეტილების შესახებ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Leopard-2-ის ტიპის საბრძოლო ტანკები მიაწოდოს.

მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ პირველი გერმანული Leopard 2A6-ის ტიპის საბრძოლო ტანკები უკრაინაში 2023 წლის მარტის ბოლოს ჩავა.

კომენტარები