მიწისძვრა თურქეთში

მიწისძვრიდან 90 საათში მაშველებმა დედა და ახალშობილი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

თურქეთში, ორშაბათის პირველი სასიკვდილო მიწისძვრიდან დაახლოებით 90 საათის შემდეგ, ახალშობილი და მისი დედა ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

10 დღის ბიჭი, სახელად იაგიზი, სამხრეთ ჰატაის პროვინციაში დანგრეული ნაგებობიდან გამოიყვანეს. 

ადრებში ჩანს, როგორ ათავსებენ თერმულ საბანში გახვეულ ჩვილს სასწრაფო დახმარების მანქანაში. ადგილობრივმა მედიამ ამ ფაქტს სასწაული უწოდა.

სტიქიიდან ოთხი დღის შემდეგ, ცივი ამინდების ფონზე, გადარჩენილების პოვნის იმედი მცირდება.

თუმცა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება როგორც თურქეთში, ასევე მეზობელ სირიაში. 

კომენტარები