მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ჩინეთი ბაიდენის "უპასუხისმგებლო" განცხადებებს აკრიტიკებს

CNN-თან აშშ-ს დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ამერიკის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ ჩინეთის სათვალთვალო ბუშტზე თქვეს, რომ დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ ეს დანადგარი ჩინეთის არმიის ფართო სადაზვერვო პროგრამის ნაწილია.

იმავე დღეს PBS NewsHour-თან ინტერვიუში ბაიდენმა ბუშტის ჩამოგდების შესახებ გადაწყვეტილება დაიცვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ ეძებს კონფლიქტს ჩინეთთან.

მან ასევე თქვა, რომ სი ძინგფინგს აქვს "უზარმაზარი პრობლემები", მათ შორის "ეკონომიკა, რომელიც არც თუ ისე კარგად ფუნქციონირებს".

ჩინეთმა უარყო ეს ინფორმაცია და ამტკიცებს, რომ ეს ბუშტი ამინდის დამკვირვებელი ხომალდია, რომელმაც კურსი შეიცვალა. 

9 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა რეგულარულ ბრიფინგზე თქვა, რომ პეკინი "ძალიან უკმაყოფილოა".

"ამერიკის შეერთებული შტატების ამ ტიპის რიტორიკა უკიდურესად უპასუხისმგებლოა და ეწინააღმდეგება ძირითად დიპლომატიურ ეტიკეტს". - თქვა მაომ და დასძინა, რომ პეკინი "მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ამას".

მაო ნინგმა ასევე თქვა, რომ გასულ კვირას ჩამოგდებული ბუშტი სამოქალაქო მიზნებისთვის იყო და აღნიშნა, რომ ამ ტიპის განცხადებები ჩინეთის წინააღმდეგ "ინფორმაციულ ომს" წარმოადგენს. 

"აშშ-ს უგულებელყოფა ჩინეთის განმეორებით ახსნა-განმარტებებსა და კომუნიკაციებზე, გადაჭარბებული რეაქცია და ძალის ბოროტად გამოყენება უპასუხისმგებლოა [...]

საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს, თუ რომელია მსოფლიოში ჯაშუშობის, მონიტორინგისა და თვალთვალის უდიდესი ქვეყანა". - თქვა მაო ნინგმა.

კომენტარები