რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთმა ლუგანსკის ოლქში ახალი შეტევა დაიწყო

უკრაინელი სამხედროები ამერიკულ M777 ტიპის ჰაუბიცას რუსების პოზიციებზე დასარტყმელად ამზადებენ. ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 14 ივლისი.
AP Photo/Evgeniy Maloletka

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 8 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, რუსულმა მხარემ ლუგანსკის ოლქში მორიგი შეტევა დაიწყო.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, გასული კვირის განმავლობაში, შესამჩნევად გაიზარდა რუსული ოპერაციების სიხშირე სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, დასავლეთ ლუგანსკის ოლქში.

რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ISW წერს, რომ რუსული კონვენციური ჯარები უტევენ უკრაინის თავდაცვით ხაზებს და მიიწევენ ხარკოვ-ლუგანსკის ოლქის საზღვრის გასწვრივ, განსაკუთრებით, სვატოვეს ჩრდილო-დასავლეთით, კუპიანსკთან და კრემინას დასავლეთით.

ISW-ის შეფასებით, განმეორებითი შეტევების მიუხედავად, უკრაინა რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატების მოღწევაში ხელს უშლის. 

"რუსული ძალები ეტაპობრივად იწყებენ შეტევას, მაგრამ მათი წარმატება არ არის ნიშანდობლივი ან წინასწარ გადაწყვეტილი". – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში. 

როგორც სამხედრო ანალიტიკური ცენტრი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები ლუგანსკის ოლქში ამჟამად წინ მიიწევენ, ამ ძალებისადმი სრულმა ერთგულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს რუსებს ლუგანსკის და დონეცკის ყველა ოლქის აღებაში. ეს კი, ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინულ ძალებს მისცემს შესაძლებლობას კონტრშეტევითი ოპერაციები აწარმოონ.

კომენტარები