რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიას არ სურს უკრაინის შეიარაღების "საჯარო შეჯიბრში" ჩაერთოს – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინს არ სურს უკრაინის შეიარაღების "შეჯიბრში" ჩაერთოს. ამის შესახებ შოლცმა ბუნდესთაგის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა "ზოგიერთ ქვეყნებს შორის მიმდინარე საჯარო შეჯიბრი იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება". მისი აზრით, ეს მოკავშირეებს შორის არსებულ "ერთიანობას ვნებს".

"ჩვენს ალიანსებს შორის ერთიანობა ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია. ჩვენს ერთიანობას ვნებს საჯარო შეჯიბრი იმაში, თუ ვინ გაასწრებს ერთმანეთს: საბრძოლო ტანკები, წყალქვეშა ნავები, ავიაცია – ვინ ითხოვს მეტს?". - თქვა შოლცმა.

გარდა ამისა, ბუნდესკანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და პუტინი საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევს.

"უკრაინა ეკუთვნის ევროპას, მისი მომავალი ევროკავშირშია და ეს დაპირება სრულდება. პუტინი საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევს – ვერც ბრძოლის ველზე და ვერც ნაკარნახევი მშვიდობის გზით. ეს მაინც ცხადია ომის ერთი წლის შემდეგ". - თქვა შოლცმა.

კომენტარები