მიწისძვრა თურქეთში

ილია II ერდოღანს: დიდ მწუხარებას გამოვხატავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა

მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს:

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.

ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას.

ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ.

ვკითხულობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს წერილში. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 1 014 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები