მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ჩინური სათვალთვალო ბუშტი ლათინური ამერიკის საჰაერო სივრცეშიც შენიშნეს – პენტაგონი

Reuters

პენტაგონის ინფორმაციით, ლათინური ამერიკის თავზე კიდევ ერთი ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტი შენიშნეს

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ლათინური ამერიკის საჰაერო სივრცეში საჰაერო ბუშტი მოძრაობს. ჩვენი შეფასებით, ეს კიდევ ერთი ჩინური სათვალთვალო ბუშტია". - თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა. 

საჰაერო ბუშტის ზუსტ ადგილმდებარეობაზე ინფორმაცია არ გასაჯაროვდა. CNN-თან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ბუშტი აშშ-ს მიმართულებით არ მოძრაობს. 


თავდაპირველად ჩინური სათვალთვალო ბუშტი დასავლეთ შტატის, მონტანას საჰაერო სივრცეში შენიშნეს.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, აშშ-ს სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს არ ჩამოეგდოთ იგი ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო.

ამასთანავე, წყაროების ცნობით, აშშ-ს დაზვერვისთვის არ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რადგან მათივე თქმით, ამერიკელმა ოფიციალური პირები თვალყურს ადევნებენ საჰაერო ბუშტის გადაადგილების ტრაექტორიას. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში მოგზაურობა მას შემდეგ გადადო, რაც ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი აღმოაჩინეს. მოგზაურობა 5-6 თებერვალს იყო დაგეგმილი.

სავარაუდოდ, ბლინკენი თავის ჩინელ კოლეგას და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უნდა შეხვედროდა. 

ჩინური მხარის ინფორმაციით, ბუშტს მეტეოროლოგიური კვლევისთვის იყენებდნენ, ხოლო უამინდობის გამო მან მარშრუტს გადაუხვია.

ამერიკელი ოფიციალურმა პირის თქმით, ინციდენტის შესახებ ვაშინგტონი გეგმავდა ჩინეთთან ღია კომუნიკაციას შენარჩუნებას. აშშ-ს შეფასებით, ჩინური სათვალთვალო ბუშტის ამერიკის საჰაერო სივრცეში აღმოჩენა მათი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა იყო.

Associated Press-ი აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის უეცარი შეწყვეტის გადაწყვეტილება ბლინკენმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერთობლივად მიიღეს. 

კომენტარები