ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის კლინიკურ-ლაბორატორიული, სუბიექტური და ობიექტური მონაცემები საშუალებას იძლევა, რომ მისი მკურნალობა თერაპიულ პალატაში გაგრძელდეს. ძალიან არ მინდა, რომ მძიმე გახდეს და მანამდე მოხდეს რაღაც სასწაული. მძიმე და კრიტიკული პაციენტები ხვდებიან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ზოგადად, ამ საქმის მოცემულობაა მძიმე. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული ან სუბკრიტიკული მაჩვენებლებით, ამ ეტაპზე მძიმე არ არის. ვამბობ ამ ეტაპზე და დღეს, მაგრამ თუ ის მკურნალობას არ გააგრძელებს, მხოლოდ შერჩევით მკურნალობას განაგრძობს და უარს იტყვის საკვებსა და პარენტერალურ კვებაზე, რა თქმა უნდა, მკვეთრად დამძიმდება. მას კახექსია კვების გამო აქვს. დაგვთანხმდეს კვებაზე, კვებითი დანამატების მიღებაზე, შესაბამის მკურნალობაზე და დაინახავთ, როგორ იქნება. სხვათა შორის, დღეს 300 გრამი გვაქვს ნამატი და მთელ კლინიკას გვიხარია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ნადირაძე: დღეის მდგომარეობით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის
tbl.ge/69cz
დაკოპირდა

განაცხადა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ის მოწმის სახით დაკითხეს.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამიხეილ სააკაშვილის საქმემიხეილ სააკაშვილის სასამართლოვივამედიკლინიკა ვივამედინინო ნადირაძე
ამავე თემაზე
- კირთაძე: სააკაშვილის სტრატეგიის კრიტიკისთვის ჯვარს გვაცვეს, დღეს გვარამიას იგივეს უწონებენ
- გვარამია: არასწორი იყო პოლიტპატიმრობის ხაზის მოხსნა და გადართვა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
- ბრეგაძე: სააკაშვილი თავად იწამებს თავს, თუ ვინმე აწამებს, ეს მისი პოლიტიკური გარემოცვაა
- ღარიბაშვილი ენმ-ს: რატომ აღარ ამბობთ არაფერს? გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?
- ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები არიან, ვინც მას ცრუ მოლოდინებს უქმნის