მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ნადირაძე სააკაშვილზე: გინეკოლოგიურშიც მოვათავსებთ, ოღონდ მკურნალობაზე დაგვთანხმდეს

როდესაც მიხეილ სააკაშვილს პარენტერალური კვება შევთავაზეთ და მან ამაზე უარი განაცხადა, ვუთხარით, რომ ეს მკურნალობაზე უარის თქმა იყო და ვთხოვეთ, რომ დოკუმენტზე, ისტორიაში ხელი მოეწერა, რაზეც მან კატეგორიული უარი გვითხრა - რომ თუ ის ამაზე ხელს მოაწერდა, მაშინ ჩაითვლებოდა, რომ რადგან პაციენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, ამიტომ მე იძულებული გავხდებოდი, რომ ისტორია დამეხურა და პაციენტი გამეწერა, ის კანონმდებლობას კარგად იცნობს. თუ პაციენტი უნდობლობას გიცხადებს, შენ უფლება არ გაქვს, რომ ის კლინიკაში გააჩერო. შესაბამისად, მან ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. 

შემდეგ იყო ეს ავადსახსენებელი რეანიმაციის თემა. თუ რეანიმაციაში აღმოვჩნდები, მაშინ გადავისხამო. გინეკოლოგიურშიც მოვათავსებთ, ოღონდ ის მკურნალობაზე დაგვთანხმდეს. შესაბამისად, ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი სპეკულაციები დაიწყო. 

განაცხადა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

კომენტარები