მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

აშშ-ს საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტი შენიშნეს

Reuters

აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლების თქმით, ჩინური სათვალთვალო ბუშტი დასავლეთ შტატის, მონტანას საჰაერო სივრცეში შენიშნეს.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, აშშ-ს სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს არ ჩამოეგდოთ იგი ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო.

თავდაცვის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით აღნიშნა, რომ მთავრობამ მოამზადა გამანადგურებელი თვითმფრინავები, მათ შორის F-22, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი ობიექტის ჩამოგდების ბრძანებას გასცემდა.

ამასთანავე, წყაროების ცნობით, აშშ-ს დაზვერვისთვის არ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რადგან მათივე თქმით, ამერიკელმა ოფიციალური პირები თვალყურს ადევნებენ საჰაერო ბუშტის გადაადგილების ტრაექტორიას. 

ხუთშაბათს, 2 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე საუბრისას, CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს არ უსაუბრია აღნიშნულ საჰაერო ბუშტთან დაკავშირებით, თუმცა, საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რომლის წინაშე ამჟამად აშშ დგას.

კომენტარები