NDI-ს კვლევა

NDI: საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის

Getty Images

NDI-ის კვლევის მიხედვით, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მთავრობის მიმართ, რუსი ხალხისადმი დადებითად 56%-ია განწყობილი. 

გამოკითხვის მიხედვით, რუსი ხალხის მიმართ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის მოსახლეობას, 18-დან 34 წლამდე მოქალაქეებს, ქალებსა და ოპოზიციის მხარდაჭერებს აქვთ.

ამავე კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, მაშინ როცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს. კითხვაზე - "თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი?" 54% ამბობს, რომ რუსეთის, 25%-ის თქმით, ვლადიმირ პუტინის, 15%-ის აზრით, აშშ-ს, 5%-ს აზრით, უკრაინის, 3% ამბობს, რომ NATO-ს, 2% ევროკავშირს ასახელებს. 2022 წლის აგვისტოში რუსეთს 58% ადამიანი ასახელებდა, პუტინს კი 18%. 

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები