NDI-ს კვლევა

NDI: უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რამდენად ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკური პრობლემების გამკვლავებას? 37% პასუხობს, რომ დარწმუნებულია, ხოლო 51% კი არ არის დარწმუნებული. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 18%-ს, ყოველ მეხუთე მოქალაქეს, ოჯახისთვის სამყოფი საჭმლის ფული არ აქვს. ყველაზე მეტს, 36%-ს აქვს ფული კვებისა და საჭმლისთვის, თუმცა არ აქვს საშუალება შიეიძინოს ძვირადღებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ყველაზე ცოტას, მხოლოდ 2%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ყველაფერი, რას ოჯახისთვის სჭირდება.  

მოსახლეობის 43% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია. 55%-ის თქმით, ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს.  

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები